არმაზ ახვლედიანი - ბევრი გატყდებოდა ალბათ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მხნედ არის, აქეთ გვამხნევებს

ბევრი გატყდებოდა ალბათ, მაგრამ ის მხნედ არის, აქეთ გვამხნევებს - მიხეილ სააკაშვილის ხედვა საქართველოს მომავალთან დაკავშირებით, არის ნამდვილად გამორჩეულად სახელმწიფოებრივი, ეჭვიც არ მეპარებოდა ამაში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასტიკ და არაადამიანურ პირობებში იმყოფება და ამიტომ, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში.

„მომეჩვენა, რომ ის ძალიან მხნედ არის, რაც ძალიან სასიხარულოა მიუხედავად იმისა, რაც ბოლოს და ბოლოს გუშინ და გუშინწინ გადახდა თავს. ბევრი გატყდებოდა ალბათ, მაგრამ ის მხნედ არის, აქეთ გვამხნევებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევეგუოთ მის ყოფნას ამ სასტიკ პირობებში. ეს პირობები არის სასტიკი და არაადამიანური და საქართველოს არცერთი პრეზიდენტი, არცერთი მოქალაქე არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას. ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს მოთხოვნა, რომ ის გადაყვანილი იყოს მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან ერთად უნდა გაირკვეს, ვინ განსჯის მიხეილ სააკაშვილს, რა ინსტიტუცია? დღეს, რომ ჩვენ სასამართლო გვაქვს საქართველოში? სისტემა არის თავით-ბოლომდე ჩამომპალი. რას ვაკეთებთ ხვალ და ზეგ? მე მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხედვა საქართველოს მომავალთან დაკავშირებით, არის ნამდვილად გამორჩეულად სახელმწიფოებრივი, ეჭვიც არ მეპარებოდა ამაში, რომ ასე იქნებოდა. ეს არის საზოგადოების და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია იმ მიზნით, რომ ჩვენ შევძლოთ არა ვიღაცის ჩაწიხვლა, არამედ შევძლოთ წარსულ შეცდომებზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, სამართლებრივი ქვეყნის აშენება“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა