გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი ნაბიჯ-ნაბიჯ აჩვევს საზოგადოებას, რომ იმ ქვეყნების რიგიდან, რომელსაც სურს თავისუფალი სამყაროს წევრი იყოს, გადავინაცვლეთ პუტინის რუსეთის ბანაკში

როგორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის ვიზიტიც არ უნდა ყოფილიყო, მისი შესვლა პოლიტიკურ პატიმარ სააკაშვილთან ავტომატურად არ წყვეტდა პრობლემას, ეს არ გამოიწვევდა სააკაშვილის გათავისუფლებას, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენაა, რომ წლებია, ივანიშვილის რეჟიმი ნაბიჯ-ნაბიჯ აჩვევს საზოგადოებას, რომ იმ ქვეყნების რიგიდან, რომელსაც სურს თავისუფალი სამყაროს წევრი იყოს, გადავინაცვლეთ პუტინის რუსეთის ბანაკში - ესაა საგანგაშო სიმართლე,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას, რომ ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, სადაც შესაძლოა ევროპელ პოლიტიკოსს ციხეში პატიმრების ნახვაზე უარი უთხრან, ის ქვეყნებია, რომლებსაც თავისუფალი სამყაროს წევრობაზე უარი აქვთ ნათქვამი.

“მარტივია თვალი გადავავლოთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც შეიძლება ევროპარლამენტარებს, ან ნებისმიერ ევროპელ პოლიტიკოსს უარი უთხრან ციხეში ნებისმიერი პატიმრის ნახვაზე. ეს ის ქვეყნებია, რომელთაც ღიად აქვთ ნათქვამი უარი თავისუფალი სამყაროს წევრობაზე და არიან იმ ბანაკში, რომელიც უპირისპირდება თავისუფალ სამყაროს და არიან პუტინის რუსეთის ბანაკში. ეს არ არის ულტრირება. არცერთ ქვეყანაში, რომელსაც სურს, რომ იყოს ნატო-ს, ევროკავშირის წევრი ან ზოგადად, თავისუფალი სამყაროს წევრი, არ შეიძლება ეს მოხდეს”,- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე უარი მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა