გერმანიაში საქართველოს ელჩს ლევან იზორიას საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის რაინდის წოდება მიენიჭა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საპატიო და სრულუფლებიან ელჩს, ლევან იზორიას, საპატიო ლეგიონის ეროვნული ორდენის რაინდის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიები ავრცელებს.

„ქართველმა დიპლომატმა ჯილდო საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის 2020 წლის 20 ნოემბრის დეკრეტის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ლევან იზორია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის პოზიციას 2020 წლიდან იკავებს, მანამდე კი ის მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2016-2019 წლებში, იზორია საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებდა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა