ხატია დეკანოიძე 9 დეპუტატის შიმშილობაზე - პროტესტის ეს ფორმა არის მძიმე, მაგრამ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მკვლელმა ხელისუფლებამ გაიგოს, რომ არ შეიძლება სიცოცხლის უფლების ჩამორთმევაში მონაწილეობა

პროტესტის ეს ფორმა არის მძიმე, მაგრამ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მკვლელმა ხელისუფლებამ გაიგოს, რომ ამ ქვეყანაში არ შეიძლება სიცოცხლის უფლების ჩამორთმევაში მონაწილეობა, - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში განაცხადა, რითიც 9 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ შიმშილობის დაწყებას გამოეხმაურა.

მისივე ინფორმაციით, დეპუტატების შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ მოხდება.

,,ჩვენი ფრაქციის დეპუტატები მიმართავენ პროტესტის უკიდურეს ფორმას, მათი ისევე როგორც ჩვენი და საზოგადოების მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. მათ გადაწყვიტეს, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის და ელენე ხოშტარიას სიცოცხლე. ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებაა, რომ შიმშილობა გაგრძელდება მანამ, სანამ სააკაშვილის გადაყვანა არ მოხდება სამოქალაქო კლინიკაში.

ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტი, რომელიც არის ქუჩაში არ შეწყდეს, ყველას რითიც შეგვეძლება მაქსიმალური ძალებით ვიქნებით ჩართული, პროტესტის ეს ფორმა არის მძიმე, მაგრამ მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მკვლელმა ხელისუფლებამ გაიგოს, რომ ამ ქვეყანაში არ შეიძლება სიცოცხლის უფლების ჩამორთმევაში მონაწილეობა”, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს პარლამენტის 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო. პარლამენტის წევრები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. შიმშილობა გამოაცხადეს დეპუტატებმა: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა