საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემდგომი გაძლიერების თაობაზე შემუშავებული ხედვა შეკრებილთ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააცნო და განაცხადა, რომ „მოქმედ კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებები იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი თამბაქოს კონტროლის გაძლიერებასთან მიმართებაში".

საკანონმდებლო ცვლილებების ძირითად პრინციპებზე კი ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თამბაქოს კონტროლის ჯგუფის იურისტმა თამარ აბულაძემ ისაუბრა და ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებას.

გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებში.

ინიციატივა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობითა და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა.

საბჭოს სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, პროფესიული ასოციაციების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა