რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ ირანის დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ და თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი უკლებამ ირანის დელეგაციას უმასპინძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

„სტუმრებმა, აიათოლა შაჰრისტანის მრჩეველმა, ახალგაზრდობისა და ელიტარული ნიჭიერების ცენტრის ხელმძღვანელმა დოქტორმა მოჰამად რუჰანიმ, ალულ ბეითის მედიის მრჩეველმა ამინ ჰოსენ მირჰოსეინიმ და ალულ ბეითის წარმომადგენელმა საქართველოში, ფაიგ ნაბიევმა სააგენტოს თავმჯდომარეს ორგანიზაცია ალულ ბეითის ხელმძღვანელის, აიათოლა შაჰრისტანის მოკითხვა გადასცეს.

მათი თქმით, აიათოლა შაჰრისტანი განსაკუთრებული სითბოთი იხსენებს საქართველოში ვიზიტს, შეხვედრას მის უწმინდესობასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, დადებითად აფასებს მუსლიმი თემის მიმართ განხორციელებულ სახელმწიფო პოლიტიკას და იმედს გამოთქვამს, რომ პანდემიის დასრულების შემდგომ, კვლავ ესტუმრება საქართველოს.

სტუმრებმა ზაზა ვაშაყმაძეს აიათოლა შაჰრისტანის პირადი მოკითხვა და ვიზიტად მიპატიჟება გადასცეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა