ოქტომბერში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 142.3 მლნ დოლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოელ მოგზაურთა დანახარჯების წინასწარი სტატისტიკის ყოველთვიურად გამოქვეყნებას იწყებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში, მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 142.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 127.1 მლნ აშშ დოლარით (9.4-ჯერ) არის გაზრდილი, ხოლო 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით - 124.6 მლნ აშშ დოლარით (-46.7 პროცენტი) ნაკლებია.

მიმდინარე წლის ოქტომბერში შემოსავლების 15.5 პროცენტი (22.0 მლნ აშშ დოლარი) ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა.

მნიშვნელოვანია ასევე რუსეთის (18.3 მლნ აშშ დოლარი), ისრაელის (15.5 მლნ აშშ დოლარი), თურქეთის (14.8 მლნ აშშ დოლარი), უკრაინისა (14.5 მლნ აშშ დოლარი) და საუდის არაბეთის (9.5 მლნ აშშ დოლარი) წილი.

„ტურიზმის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მიმართულებაა და Covid-19-ის პანდემიამდე სწრაფად მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა.

შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები - უცხოელ მოგზაურთა დანახარჯები - საგადასახადო ბალანსის კომპონენტია და ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს საგადასახდელო ბალანსში კვარტალურად ქვეყნდება. აღნიშნული საკითხის მნიშვნელოვნებისა და არსებული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოელ მოგზაურთა დანახარჯების წინასწარი სტატისტიკის ყოველთვიურად გამოქვეყნებას იწყებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა