„ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ცესკო-ს შენობიდან მანქანების კოლონით მსვლელობა დაიწყეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული აქციის მონაწილეებმა მანქანების კოლონით მსვლელობა ცესკო-ს შენობიდან დაიწყეს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრმა ზვიად კუპრავამ განაცხადა, ისინი ქალაქის ყველა უბნაში შევლენ.

"ვიმოძრავებთ ყველა ცენტრალურ ქუჩაზე - დროშებით, საყვირებით და იმედი გვაქვს, სხვა მოქალაქეებიც შემიგვიერთდებიან. მოთხოვნა უცვლელია - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, მოხდეს მისი გათავისუფლება და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები",- განაცხადა კუპრავამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ, ისინი გაჩერებას არ აპირებენ.

"ფაქტია, რომ აბსოლუტურად არაადეკვატურები არიან საქართველოს მთავრობაში, ეს არის პირდაპირ პუტინის დავალებების შემსრულებელი მთავრობა. ჩვენ დავპირდით ხელისუფლებას, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში არ იქნება გადაყვანილი, არ გავჩერდებოდით და დღევანდელი აქციაც ამ ყველაფრის გაგრძელებაა. დღეს, ყველა ცენტრალურ მაგისტრალზე ვიქნებით ძალიან ბევრი",- განაცხადა ნადირაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა