ექსპერტთა ჯგუფის წევრი ექიმი სააკაშვილზე - ჩემი პირადი აზრია, რომ N18 სამკურნალო დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრის, ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგის გიორგი გრიგოლიას აზრით, N18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის მქონე პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი.

ექიმი აცხადებს, რომ ინტენსიური თერაპიის პალატა ადგილზე ორი კვირის წინ შეიქმნა, საკმაოდ კარგად არის აღჭურვილი, ხოლო პერსონალი რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაიყვანეს, თუმცა დაწესებულებას ინტენსიური თერაპიის გამოცდილება არ აქვს და პაციენტს, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, სჭირდება ინტენსიური თერაპია.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ექსპერტის შეფასებით, მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა რამდენიმე დღეში დამძიმდება.

„სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს, ამას ადასტურებს ყველა, ვინც იქ არის. მდგომარეობა ვერ ვიტყვი, რომ საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება. მის ანალიზებში არის ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და მკურნალობას.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეს არის შექმნილი ორი კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული, საკმაოდ კარგად აღჭურვილი, სტაფი გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან, იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველ დღე. უარყოფით არის ის, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს. ადრე ასეთი რამ არ იყო და ისეთი პაციენტი, როგორიც არის დღევანდელ დღეს მიხეილ სააკაშვილი, ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციულ ღონისძიებებს, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია.

საბოლოო დასკვნებს, ალბათ ერთმანეთში შევჯერდებით, რადგან სხვადასხვა საქმეებით ვიყავით დაკავებული, მაგრამ ჩემი პირადი აზრი არის, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება დაწესებულების ლიცენზიას, ექსპერტის თქმით, „რეანიმაციული დაწესებულების ლიცენზია არავის წარუდგენია, მაგრამ არც თავად მოუთხოვიათ“.

„იქ რესპუბლიკური საავადმყოფოდან ლიცენზირებული ექიმები მორიგეობენ ყოველ დღე. რაც შეეხება განოფილების ლიცენზიას, არავის წარმოუდგენია. ასეთი პაციენტი არ საჭიროებს მარტო ანესთეზიოლოგებს და რეანიმატოლოგებს, ეს საჭიროებს თერაპევტებს, რადგან ხანგრძილივი შიმშილობის მერე, იქ არის მეტაბოლური ცვლილებები, რომელსაც სჭირდება სწორი კვება და კონტროლი“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია