სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე ცეცხლი შეწყვეტილია

სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

"რუსული მხარის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე ცეცხლი შეწყდა და ვითარება შედარებით სტაბილურია“, - აცხადებენ სომხეთის თავდაცვის უწყებაში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარება განიხილეს. სატელეფონო საუბრები გაიმართა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და მის სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს შორისაც.

შეგახსენებთ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ მონაკვეთზე აზერბაიჯანულმა მხარემ მათ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად 12 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაატყვევეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი ირწმუნებიან, რომ მათ უპასუხეს მსხვილმასშტაბიან პროვოკაციებს მას შემდეგ რაც სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს