ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული გენადი ბესტაევი მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული გენადი ბესტაევი მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

პაციენტი გვიან ღამით, ცხინვალიდან თბილისში ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გადმოიყვანეს.

კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის შესახებ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

“პაციენტი გადმოყვანილია კრიტიკული მდგომარეობით, არის მართვით სუნთქვაზე, კომატოზურ მდგომარეობაში. დადგენილია ჰემორაგიული ინსულტი. პროგნოზის გაკეთება მოცემული მომენტისთვის შეუძლებელია. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია“, - განაცხადა მორიგე რეანიმატოლოგმა, გიორგი გვარამაძემ.

ცნობისთვის, ოკუპანტური რეჟიმის უკანონო პატიმარი გენადი ბესტაევი გვიან ღამით ცხინვალიდან თბილისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით გადმოიყვანეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს 53 წლის მოქალაქის გენადი ბესტაევის შეწყალების შესახებ განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა. ინფორმაციას მედია ე.წ. უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ბესტაევი 2019 წლის ნოემბერში ე.წ. რესპუბლიკის "სახელმწიფო საზღვრის" უკანონო გადაკვეთისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ სამი წლითა და ორი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მათივე ცნობით, შეწყალების გადაწყვეტილება მისი ავადმყოფობის გამო იქნა მიღებული.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია