ლევან ბეჟაშვილი - ხელისუფლებას ყოველგვარი პოლიტიკური ინსინუაციებისა და მდგენელის გარეშე მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ომბუდსმენის სამედიცინო ჯგუფის პროფესიული დასკვნა

ხელისუფლებას ყოველგვარი პოლიტიკური ინსინუაციებისა და მდგენელის გარეშე მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს ომბუდსმენის სამედიცინო ჯგუფის პროფესიული დასკვნა და მიიღოს სამართლიანი, ჰუმანური გადაწყვეტილება,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტოს, შემდგომი რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია.

"საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სააკაშვილი დაეთანხმა ევროსასამართლოს მოთხოვნას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით და გამოთქვა მზადყოფნა შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა, ერთი პირობით, რომ შიმშილობის შემდგომ დგება სასიცოცხლო რისკები და მისთვის მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ადეკვატური რეაბილიტაცია, რომლის პირობებიც ციხის საავადმყოფოში არ არის და ეს პირობები არის თუ არა, ამაზე დასკვნას დღეს სახალხო დამცველის სამედიცინო ჯგუფიც დადებს.

ხელისუფლებას ყოველგვარი პოლიტიკური ინსინუაციებისა და მდგენელის გარეშე მოვუწოდებთ, რომ გაითვალისწინოს პროფესიული დასკვნა და მიიღოს სამართლიანი, ჰუმანური გადაწყვეტილება, გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში, რათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს და არსებული კრიზისიც ჩაცხრეს,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი