კოტე კემულარიას განცხადებით, საერთო მიზნის მისაღწევად ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს

„ტრიბუნას“ ერთ-ერთი ლიდერის, კოტე კემულარიას განცხადებით, საერთო მიზნის მისაღწევად ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის დაყოფა საერთო საქმისთვის დამაზიანებელია.

„არ შემიძლია საჯაროდ, გულისტკივილით არ აღვნიშნო - როდესაც ხუთი პარტია იკრიბებით და ოფიციალურად აცხადებთ, ჩვენ "ევროპული საქართველო", "დროა", "ლელო", "ენმ", "გირჩი" 19 ნოემბერს ვატარებთ აქციას და საზოგადოებამ, დანარჩენი პარტიების წარმომადგენლებმა კეთილი ინებეთ და შემოგვიერთდითო, ეს არის შეურაცხმყოფელი როგორც, ზოგადად საზოგადოებისთვის, ისე სხვა ოპოზიციური მოძრაობების მრავალრიცხოვანი მხარდაჭერებისთვის.

თქვენი მუდმივი პოზიციიდან თუ გადმოსახედიდან, თქვენ ხუთნი ხართ პოლიტპატრიციები, წამყვანები, ხოლო დანარჩენი საზოგადოება, პარტიები და სხვა, თქვენი გაგებით, პლებეები. ეს საერთო საქმის დამაზიანებელი შეცდომაა. სამწუხაროდ, ამ “საპატიო ხუთეულმა” ეს არჩევნების დროს ვერ გაიგეთ, არც ახლა გინდათ შეისმინოთ, ეს იწვევს გახლეჩვას. “ახლა ამის დრო არ არის” ძახილი, სწორედ პროვინციული პოლიტიკანიზმია. მძიმე შეცდომაზე ყოველთვის უნდა ესაუბრო პარტნიორებს კეთილმოსურნეობის პრეზუმფციიდან გამომდინარე. იქნებ ეს გამოსწორდეს და ერთად დაიგეგმოს, გამოცხადდეს და ჩატარდეს ყველა აქცია, მაშინ იქნება ის საყოველთაო და რაც მთავარია, უფრო დიდი შედეგის მომტანი“,-განაცხადა კემულარიამ.

ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნა" ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა