ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი - თუ არ გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს, რისკები მაღალია - შიმშილობა ერთ-ერთი ყველაზე საშიში მდგომარეობაა, შეიძლება დადგეს ფატალური შედეგი

მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იწვეს ახლა ცალკე პალატაში, უნდა იყოს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი მულტიპროფილური ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ექიმმა თენგიზ წულაძემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, რეკომენდაციების არ გათვალისწინების შემთხვევაში რისკები მაღალია. ამასთან, შეიძლება დადგეს ფატალური შედეგიც.

„თუ არ გაითვალისწინებენ რეკომენდაციებს, რისკები მაღალია, რისკი არასდროს არ არის 100%-იანი, მაგრამ მედიცინაში მაღალი რისკის რაღაცას ნიშნავს. ის კრიტიკულია, დღეს მას კრიტიკულად უნდა მიდგომა, ის არ უნდა იწვეს ახლა ცალკე პალატაში, უნდა იყოს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ. ამ წუთას შეიძლება არ სჭირდება სარეანიმაციო ღონისძიებები, მაგრამ ჯობია, რომ აქამდე არ მივიდეთ იმიტომ, რომ ასეთ მდგომარეობაში სარეანიმაციო ღონისძიებებს არ აქვს ხოლმე კარგი შედეგი. რეანიმატოლოგის იქ ყოფნა ბადებს უსაფრთხოების განცდას, მაგრამ ეს რეალობისგან შორს არის.

შიმშილობა ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ფატალური მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, შეიძლება დადგეს ფატალური შედეგი, აბა როგორ, უკვე ცილოვანი შიმშილის ნიშნები სახეზეა და რა თქმა უნდა, ამისკენ მივდივართ“, - განაცხადა ექიმმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს