გელა კვაშილავას განცხადებით, 2022 წლიდან მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარების სავალდებულოობა, უსაფრთხოების დონეს გააუმჯობესებს

ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავმჯდომარის, გელა კვაშილავას განცხადებით, 2022 წლიდან მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარების სავალდებულოობა, უსაფრთხოების დონეს გააუმჯობესებს. ამასთან, კვაშილავას განცხადებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მიზეზის დაახლოებით 30% მძღოლების პრაქტიკულ პირობებში გამოცდილების არ ქონა იყო.

„ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებით ვინც რუსთავში აბარებდა გამოცდებს, 10-დან 5 მათგანი თავისით თბილისში ვერ ბრუნდებოდა და პრაქტიკულად შემდეგ სწავლობდა ტარებას. ეს ნიშნავს, რომ მათ პრაქტიკულ პირობებში გამოცდილება საერთოდ არ ჰქონდათ და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ძირითადი მიზეზი პრაქტიკულ პირობებში გამოცდილების არ ქონაც იყო - დაახლოებით 30%. ამ კანონპროექტის მიღება, რა თქმა უნდა, გააუმჯობესებს უსაფრთხოების დონეს, შეუწყობს ჩვენი სატრანსპორტო სისტემის ინტეგრირებას ევროპულ სივრცესთან და იქ ჩვენი მართვის მოწმობებით უფრო თავისუფლად გვექნება გადაადგილების საშუალება. ამასთან, ავტოსკოლებს უკვე უფრო მეტად მაღალი მოთხოვნები ექნებათ, რადგან გამოცდა მხოლოდ თეორიულად აღარ იქნება და ავტოსკოლებიც უკვე სხვა დონეზე იქნება და სწავლების პროცესი ავტომატურად უფრო დაიხვეწება“, - განაცხადა კვაშილავამ.

როგორც კვაშილავამ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველომ უნდა მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც, მოტოციკლეტების თვითნებურად გადაკეთება და დამატებითი ხმაურის გამოწვევა შეუძლებელი უნდა იყოს.

„თუ გყავს მოტოციკლეტი, ეს უნდა აკმაყოფილებდეს რაღაც სტანდარტებს, ხმაურის და მისი გადაკეთება შეუძლებელი უნდა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და ბევრს აწუხებს და იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა იზრდება, ეს პრობლემა კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა "კვირის პრესკლუბში" კვაშილავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა