ტიტე აროშიძე - სპეკულაციები, რაც "ნაცმოძრაობამ” ნუგზარ ფუტკარაძის გადარდაცვალებასთან დაკავშირებით წამოიწყო, ყოველგვარ მორალს გადაცილებულია

"ქართული ოცნების" ბათუმის ორგანიზაციის წევრი ტიტე აროშიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ბრალდება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ სავარაუდო ზეწოლისა თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ტიტე აროშიძე აცხადებს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები სიცრუეს ავრცელებენ და თანაგუნდელის ხსოვნას პატივს არ სცემენ.

"ის სპეკულაციები, რომელიც "ნაციონალურმა მოძრაობამ” ნუგზარ ფუტკარაძის გადარდაცვალებასთან დაკავშირებით წამოიწყო, ყოველგვარ მორალს გადაცილებულია. მექნება თხოვნა, რომ დღეს სპეკულაციების ადგილი არ არის. ნაცვლად იმისა, რომ თანაგუნდელს ღირსეული პატივი მიაგონ, ხსოვნას პატივი სცენ, იყენებენ მძიმე ტრაგედიას, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ. ამას ხედავს და განსჯის საზოგადოება. დღეს სოციალურ ქსელში რამდენიმე ვაი პოლიტიკოსის მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ თითქოს "ქართული ოცნება" ზეწოლას ახდენდა ბატონი ნუგზარის ჯანმრთელობაზე, ეს არის სრული სიცრუე",- აცხადებს ტიტე აროშიძე.

ინფორმაციისთვის, ბათუმის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის" არჩეული დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ