სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრები ჯანდაცვის მინისტრს ხვდებიან

სახალხო დამცველთან არსებული ექიმთა კონსილიუმის წევრები ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი რამდენიმე დღის წინ შექმნა.

ჯგუფი უკვე იმყოფებოდა მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და შესაბამისი დასვკნაც გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.​

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში იყმოფება, გონება დაკარგა. ექიმ - რეანიმატოლოგის ინფორმაციით, მცირე რენიმაციული ღონისძიებების შედეგად მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. მიხეილ სააკაშვილი ახლა რეანიმაციაში იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა