ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი - დღევანდელი მდგომარეობა აჩვენებს, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში - ჯანდაცვის მინისტრი ცდილობს მდგომარეობის მოგვარებას

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლის თენგიზ წულაძის განცხადებით, ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვედრისას, მან და მისმა კოლეგებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდეს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს #18 სამკურნალო დაწესებულებაში შესვლამდე განუცხადა.

„დღევანდელი მდგომარეობა მე ვფიქრობ აჩვენებს, რომ უნდა გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში. ჩვენ ინფორმაცია მივაწოდეთ ტიკარაძეს, რაც გუშინ ვიცოდი, მაგრამ ეს მისთვის ცნობილი იყო. მინისტრი ცდილობს მდგომარეობის მოგვარებას. ეს არ არის მისი იურისდიქცია, მაგრამ რამდენადაც შევატყვე, ძალიან ცდილობს შუამავლის როლის შესრულებას ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც ეს ხელეწიფებათ“, - განაცხადა წულაძემ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტების ჯგუფის წევრებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროში ასევე იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია. ალასანიას თქმით, მას სამინისტროდან დაუკავშირდნენ და შეხვედრა სთხოვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა