მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე - ახლა ყველას მოვალეობაა, მაქსიმალურად შევეცადოთ, ორიენტირებული ვიყოთ პაციენტის ინტერესებზე - რაც შეეხება გადაყვანა-არ გადაყვანას, არ მინდა, საკითხი ისე წარმოჩინდეს, პოლიტიკურ იდეაფიქსად იქცეს ვინმესთვის

ახლა ყველას მოვალეობაა, რომ მაქსიმალურად ყველა შევეცადოთ, უშუალოდ ყველა ორიენტირებული ვიყოთ პაციენტის ინტერესებზე, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძე მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის მომხრეებს, რომ ყურადღება მიმართული იყოს „იმ მიმართულებით, რომ მისი ჯანმრთელობისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგას“.

„დღეს გახლდით ადგილზე სამკურნალო დაწესებულებაში. იქ მოვიძიეთ ინფორმაცია, რომელიც საყურადღებოა იმისთვის, რომ შემდგომი ნაბიჯების სწორად განხორციელებაზე ჩვენ გვქონდეს თვალის მიდევნების შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით ნაყოფიერი შეხვედრები იყო.

ახლა ყველას მოვალეობაა, მაქსიმალურად ყველა შევეცადოთ, რომ უშუალოდ ყველა ორიენტირებული ვიყოთ პაციენტის ინტერესებზე. მათ შორის ასევე მინდა ვთქვა იმ ადამიანების გასაგონადაც, ვინც მომხრეებად გვევლინებიან ბატონი სააკაშვილის, რომ რაც შეიძლება მეტი იყო ყურადღება იმ მიმართულებით, რომ მისთვის სასიკეთოდ, მისი ჯანმრთელობის სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგას. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველაზე საუკეთესო იქნება მისთვის გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება გადაყვანა - არ გადაყვანას, მე არ მინდა, საკითხი ისე წარმოჩინდეს, რომ ეს იქცეს პოლიტიკურ იდეაფიქსად ვინმესთვის. ეს არ არის გამართლებული და მიზანშეწონილი. რაციონალურად უნდა შეფასდეს მდგომარეობა და საჭიროებების რელევანტურად მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება და ნაბიჯების დაგეგმვა”, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი