სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ნობათი 2018-ს“, კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „ნობათი 2018“-ს კრიტიკული შეუსაბამობების გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სეს-ის ინფორმაციით, საწარმოში დარღვეული იყო სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესი, არ ხდებობა რეცხვა-დეზინფექცია, არ ტარდებოდა სადერატიზაციო სამუშაოები, რის გამოც, საწარმოში აღმოჩენილია მღრნელები.

„სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, თბილისში, ტიმოთე ბელოის (დიდი დიღომი) 16 ნომერში მდებარე რძის, რძისა და რძის პროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმო შპს „ნობათი 2018“ შეამოწმეს, რომელიც საქმიანობას სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე ახორციელებდა.

საწარმოში გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, მრავალი კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობა, მათ შორის, დარღვეული იყო სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესი, არ ხდებობა რეცხვა-დეზინფექცია, არ ტარდებოდა სადერატიზაციო სამუშაოები, რის გამოც, საწარმოში აღმოჩენილია მღრნელები. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა, გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, გაატარეს კანონით დადგენილი ღონისძიებები - ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, წარმოებული სურსათი დაილუქა და განადგურდება სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით“,-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა