თეა ახვლედიანი დეპუტატს - მზად ვართ მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია თითოეული მიმართულებით, რათა თქვენი შემდგომი აქტივობაც და შეკითხვებიც იყოს უფრო შედეგზე ორიენტირებული

„თქვენი შეკითხვებიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თავად თქვენ გამოგრჩათ ჩემი მოხსენებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლის აბსოლუტურად ყველა პასაჟი უკავშირდებოდა: მიმდინარე ოკუპაციას და ოკუპაციის თანხმლები ძალიან მძიმე უკანონო პროცესების შედეგად, ადგილზე არსებულ სიტუაციას; ამიტომ ვერანაირად ვერ მივიღებ თქვენს მოსაზრებას, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა დეპუტატ თეონა აქუბარდიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

„ვისაუბრე თუ რა კეთდება ამ გამოწვევების შედეგად წარმოქმნილ საჭიროებებზე საპასუხოდ ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში; მოკლე დროში ამომწურავად გესაუბრეთ არათუ თითოეულ მიმართულებაზე, არამედ წარმოვაჩინეთ თუნდაც გლობალური პანდემიის გამოწვევით აღსავსე ამ ერთი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლოა შეუძლებელიც კი აღმოჩენილიყო თუნდაც მცირე წინსვლის მიღწევაც. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ დროს მზად ვართ მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია თითოეული მიმართულებით, რათა თქვენი შემდგომი აქტივობაც და შეკითხვებიც და შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა იყოს უფრო შედეგზე ორიენტირებული ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ“ - განაცხადა თეა ახვლედიანი. მანვე ისაუბრა ზარდიაანთკართან დაკავშირებით.

ზარდიაანთკართან დაკავშირებით თქვენთვის ძირითადად ცნობილია ჩვენი ივლისის სხდომის გადაწყვეტილების თაობაზე. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კომისიამ განიხილა ზარდიაანთკარში 2008 წლის ომით დაზიანებული სახლების აღდგენა-რეაბილიტაციის საკითხი. საზოგადოებასაც მსურს მივაწოდო მცირე ინფორმაცია, რომ ზარდიაანთკარი იყო ერთ-ერთი ის სოფელი, რომელიც ოკუპანტმა ყველაზე გვიან დატოვა. 2008-დან 2012 წლამდე პრინციპში ზარდიაანთკარი ფაქტობრივად იყო ოკუპირებული. შესაბამისად, მოსახლეობა განსაკუთრებით დაზარალდა ამ სოფელში და მათ სახელმწიფომ სურვილის გამოვლენის შესაბამისად, ზოგიერთისთვის გასცა ფულადი კომპენსაცია, ხოლო დანარჩენებს შესთავაზეს დროებითი საცხოვრებელი. მაგრამ ზარდიაანთკარის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ფაქტობრივად სოფელი დაიცალა, თორემ ჩვენ გვაქვს სხვა შემთხვევებიც სხვადასხვა გამყოფი ხაზის მიმდებარედ სოფლებში. არის სხვა თითო ან რამდენიმე შემთხვევა, სადაც დაზიანდა სახლები, ჩვენ ყველა ამ შემთხვევას კომისიის ფარგლებში ეტაპობრივად განვიხილავთ. უბრალოდ, ხდება პრიორიტეტიზაცია საკითხების. ზარდიაანთკარს, ბუნებრივია, ენიჭება პრიორიტეტი, რადგან ჩვენი მიზანია, რომ განსაკუთრებით მთავრობის მიერ გაცხადებული რეგიონების გაძლიერების და განვითარების პროგრამის ფარგლებშიც პრიორიტეტი ენიჭება გამყოფი ხაზის მიმდებარე რეგიონების გაძლიერება-განვითარებას, რომელიც არის ერთგვარად მკაფიო სიგნალი საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ სახელმწიფო ატარებს ნადვილად ადამიანზე ორიენტირებულ პოლიტიკას, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ზარდიაანთკარის მოსახლეებიდან ოთხმა ოჯახმა მიიღო ფულადი კომპენსაცია და ჩვენ ვსაუბრობთ 28 სახლის აღდგენა-რეაბილიტაციაზე. კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, გორის მუნიციპალიტეტს ეთხოვა ეტაპობრივი სამუშაოების ჩატარება, მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, აქ ვადებზეც დაისვა საკითხი, რომ ეს არის უვადოდ აღებული ვალდებულება. იმიტომ, რომ კომისია ახორციელებს ძალიან ზედმიწევნით რეგულარულ კომინიკაციას როგრც ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ასევე შესაბამის უწყებებთან. მერწმუნეთ, თითოეული გადაწყვეტილება ამ კომისიისა იქნება გონივრულ ვადებში ზედმიწევნით აღსრულებული. სად ვდგევართ დღეს, - დღესდღეობით პირველი გადაწყვეტილების თანახმად, გორის მუნიციპალიტეტს ევალებოდა ჩვენს მოქალაქეებთან, ამ სახლების მეპატრონეებთან კონტრაქტების, ხელშეკრულებების გაფორმება იმის თაობაზე, რომ მათი სახლ-კარის რეაბილიტაციის შემთხვევაში, ისინი მზად არიან დაბრუნდნენ საცხოვრებლად თავიანთ სახლებში. ეს პროცესი მიმდინარეობს, განსაკუთრებით ეს დაიწყო პირველ რიგში გორის მუნიციპალიტეტში დროებით ერთ-ერთ შენობაში შესახლებულ; ოჯახებთან. ეს პროცესი გრძელდება, რის შემდეგაც ასევე განხორციელდება თითოეული სახლის რეაბილიტაციისთვის ზიანის დადგენის შესახებ ექსპერტული დასკვნა. შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს უკვე რეაბილიტაციის პროექტის მომზადებას. ამისთვის კი, ფინანსთა სამინისტროს ეთხოვა შესაბამისი რესურსების შევსება, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის აპარატს, იცით, რომ მე პირადად ვარ ამ კომისიის თანათავმჯდომარე და ამავდროულად, ჩვენ უკვე დავიწყეთ ყველა დონორთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ მოვიძიოთ, მოვიზიდოთ თანადაფინანსება ამ პროექტის აღსრულების საქმეში. ამ ეტაპისთვის ეტაპობრივად ის ოთხი ოჯახი, რომელიც თქვენ დაასახელეთ, ბუნებრივია შედის ამ 28 ოჯახის რიცხვში და პრიორიტეტიზაციას ამ თვალსაზრასისით ვერ მოვახდენთ და ის რაც მოგიყევით, ეს შეეხება თითოეულ მათგანს. ამავდროულად ადგილობრივი ხელისუფლება არის მზად, რომ საჭიროების გამოვლენის შემთხვევაში ადგილზე გასწიოს ის შესაბამისი დახმარება, რაც არის მათ კომპეტენციაში და მათი შესაძლებლობების ფარგლებში. რაც შეეხება ინტერნეტთან დაკავშირებულ პრობლემებს, ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით და მისი კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე ინტერნეტიზაციის პროგრამა რა თქმა უნდა, პრიორიტეტად ისახავს გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ძალიან სწრაფად მოგვარდება ეს საკითხიც. რაც შეეხება შეკითხვას მშვიდობის ფონდთან და დონორებთან კომუნიკაციის შესახებ, მე ჩემი გამოსვლისას აღვნიშნე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, გაერთიანებული სამეფო და შვეიცარია არიან ის დონორები, რომელთა მეშვეობითა და მხარდაჭერით 49 კომერციული გრანტი დაფინანსდა მილიონ სამასი ათასი ლარით და ეს არის სწორედ ამ დონორების კონტრიბუცია. ჩვენ ვაგრძელებთ ბუნებრივია თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან, რომ დონორთა წვლილი გაიზარდოს მშვიდობის ფონდის ფარგლებში,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა