დავით ზალკალიანი - აშშ-ს სახელმწიფო მდივნის და თავდაცვის მდივნის ვიზიტები წარმოადგენდა მკაფიო გზავნილს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა აშშ-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დღის წესრიგში

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს აქვს აშშ-ს ხელისუფლების როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო შტოს მტკიცე მხარდაჭერა და ამის დასტურია ერთი წლის განმალობაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის და აშშ-ს თავდაცვის მდივნის ვიზიტები საქართველოში, რაც ასევე არის საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისა და რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, აშშ-ის ინტერესისა და ჩართულობის მორიგი დემონსტრირება. „მინისტრის საათის“ ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას დავით ზალკალიანმა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით მომავალი 10 წლის მიზანია აშშ-საქართველოს შორის არსებული მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე ქვეყნებს შორის ყოვლისმომცველი ჩამოყალიბებული ალიანსის შექმნა - სამოკავშირეო ურთიერთობების, გაძლიერებული სამხედრო-პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური კომპონენტებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 2021 წელი აქტიური იყო როგორც ორმხრივი ვიზიტების, ასევე, საკანონმდებლო დონეზე აშშ-ის მხარდაჭერის განმტკიცების კუთხით. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2022 ფისკალური წლისთვის დაამტკიცა სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტის და თავდაცვის ავტორიზაციის ეროვნული აქტის პროექტის საკუთარი ვერსია, სადაც ცალკე ქვეთავი ეთმობა საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობას. ასევე, აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმდა 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი. წარმატებული იყო აშშ-სთან თანამშრომლობა COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში. ორმხრივი ურთიერთობების კუთხით აშშ-სთან სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მინისტრმა აღნიშნა, რომ პრიორიტეტული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება სტრატეგიული ქარტიით გათვალისწინებული ყველა მიმართულებით; აშშ-თან უმაღლეს და მაღალ დონეზე პოლიტიკური დიალოგის, კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაძლიერება და შედეგად ყოვლისმომცველი ალიანსის, სამოკავშირეო ურთიერთობების ჩამოყალიბება; აშშ-ის კონგრესში საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის განმტკიცება მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტებითა და რეზოლუციებით; აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერება საქართველოს ეკონომიკური და ინსტიტუციური დემოკრატიული რეფორმების, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში; აშშ-ის დღის წესრიგში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხის აქტუალობის ზრდის ხელშეწყობა, რეგიონში აშშ-ის მთავარი მოკავშირის ფუნქციის დამკვიდრება და აშშ-ის სამხედრო და ეკონომიკური ყოფნისა და ჩართულობის გაძლიერება; აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობა გლობალურ გამოწვევებთან, მათ შორის, საერთაშორისო ჯანდაცვისა და ჰიბრიდული ომის გამოწვევის კუთხით, ასევე კლიმატის ცვლილებასთან და ტერორიზმთან ბრძოლის, კიბერუსაფრთოხებისა და 5G ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში; აშშ-თან სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის განმტკიცება, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება, მაღალტექნოლოგიური და მსხვილი ამერიკული ინვესტიციების მოზიდვა, ერთობლივი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელება; აშშ-თან კულტურული, სამეცნიერო, აკადემიური და ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა