„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სოფელ ნატახტარში „ფუდ ალიანსის“ საწარმო გაიხსნა

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სოფელ ნატახტარში „ფუდ ალიანსის“ საწარმო გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო 10,197 კვ.მ მიწის ფართობზე აშენდა. კომპანია მრავალი სახეობის პურს აწარმოებს, მათ შორის ბაგეტებს, კრუასანებს და სხვა. „ფუდ ალიანსის“ პროექტის მთლიანი ღირებულება 11 მლნ ლარია, საიდანაც ბანკის ფინანსური თანამონაწილეობა 6.5 მლნ ლარს შეადგენს.

როგორც „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე კორპორაციული საბანკო მიმართულებით ზურაბ ქოქოსაძე აღნიშნავს, კომპანია მაღალი ხარისხის პურსა და გაყინულ საკონდიტრო ნაწარმს აწარმოებს.

"მოხარული ვართ, რომ „საქართველოს ბანკის“ ხელშეწყობით კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა. კომპანია მაღალი ხარისხის პურსა და გაყინულ საკონდიტრო ნაწარმს აწარმოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი აბსოლუტურად ჯანსაღია. მომხმარებლის მხრიდან ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა კომპანიის პროდუქტებზე მისი ხარისხის და პრაქტიკული გამოყენების გამო. საწარმოში დასაქმებულია 100-მდე თანამშრომელი. საწარმო კიდევ უფრო გაფართოებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გეგმავს. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულთა შორის 80% იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას წარმოადგენს. დარწმუნებული ვართ, კომპანია დასახული გეგმების წარმატებით განხორციელებას შეძლებს", — განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ.

როგორც კომპანიის დირექტორმა, ჟაკ მარი ფლურიმ აღნიშნა, კომპანია აღჭურვილია ევროპული წარმოების მაღალი ხარისხის ნახევრად ავტომატური დანადგარებით.

„ნამდვილი ფრანგული კრუასანისა და ფრანგულ-ავსტრიული პურის შესაქმნელად საჭიროა დიდი გამოცდილების მქონე კონდიტერი, რასაც ჩვენს შემთხვევაში უზრუნველყოფს ჩვენი უდიდესი გამოცდილების მქონე, მრავალი ჯილდოს მფლობელი და ცნობილი ფრანგი კონდიტერი, ვილიამ დენოქსი. კომპანია აღჭურვილია ევროპული წარმოების მაღალი ხარისხის ნახევრად ავტომატური დანადგარებით. „ფუდ ალიანსი“ მომხმარებელს სთავაზობს ფრანგულ ტრადიციებზე დაფუძნებით შექმნილ ინოვაციურ ევროპული სტილის პურების დიდ ასორტიმენტს, ვიენუაზერს (კრუასანის ცომით დამზადებულ ტკბილეულს), ქართულ და ევროპულ ნახევარფაბრიკატს “, - განაცხადა ჟაკ მარი ფლურიმ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს