ელისო ბოლქვაძე დავით ზალკალიანს - საერთაშორისო პრესა საქართველოს იმიჯს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს

საზღვარგარეთ, საერთაშორისო პრესა საქართველოს იმიჯს ძალიან დიდ დარტყმას აყენებს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ გააკეთა.

ბოლქვაძის თქმით, “ეს განსაკუთრებით საფრანგეთში, ისეთ პრესტიჟულ ჟურნალებში ხდება, როგორიცაა: - “ფიგარო“, “ლე მონდი“, “ექსპრესი“, რომელთაც ყოვედღიურად მილიონობით ადამიანი კითხულობს“.

“ძალიან მაინტერესებს, არის თუ არა რაიმე ბერკეტი და თუ არ არის, იქნებ შევქმნათ, რომ რამენაირად საკითხი მოგვარდეს და დეზინფორმაციის საპასუხოდ საქართველოდან ის ინფორმაცია მივაწოდოთ, რაც რეალობასთან ახლოს არის. მე როგორც ელისო ბოლქვაძე და როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ვფიქრობ, რომ მომავალში ამის მოგვარება შეიძლება. კულტურის კომიტეტი მზად არის ამ მუშაობაში ჩაერთოს, თუკი ეს თქვენი ნებაც იქნება. როგორ წარმოგიდგენიათ პრობლემის მოგვარება?“ - მიმართა ელისო ბოლქვაძემ საგარეო საქმეთა მინისტრს დავთ ზალკალიანს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ზალკალიანს “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს