ნიკა მელია - დღეს, 15:00 საათზე, რომ გამოიყვანეს იუსტიციის მინისტრი, ამით ამ ეტაპზე მარცხი აღიარა!

დღეს, 15:00 საათზე, რომ გამოიყვანეს იუსტიციის მინისტრი, ამით ამ ეტაპზე მარცხი აღიარა! - მარცხი რომ აღიარა და უკან დაიხია, ეს ფაქტია“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ნიკა მელია განმარტავს, აღნიშნული მარცხი მათ არ აკმაყოფილებს, ვინაიდან რეჟიმი არსად წასულა.

„მოვა დრო, როდესაც ვიტყვი დღეს რას ვაპირებდით აქ. „ქართულმა ოცნებამ“ არ ვიცი ეს გაიგო, თუ არ გაიგო, მაგრამ მე მგონია, რომ დღეს, 15:00 საათზე, რომ გამოიყვანეს იუსტიციის მინისტრი, ამით ამ ეტაპზე მარცხი აღიარა! აღაიარა მარცხი, მაგრამ ეს ის მარცხია, რომელიც არ გვაკმაყოფილებს. ეს რეჟიმი არსად წასულა. მარცხი რომ აღიარა და უკან დაიხია, ეს ფაქტია. ამას თუ არ გააკეთებდნენ დღეს, მერწმუნეთ, მგონია, რომ რამდენიმე დღეში ეს რეჟიმი იმდენად მძიმე ვითარებაში ჩადგებოდა, რომ მას სხვა განცხადებების გაკეთება მოუწევდა. დანამდვილებით გეუბნებით, რომ მოუწევს ადრე თუ გვიან! “- აღნიშნა მელიამ.

მისი თქმით, ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ მიტაცებულ სახელმწიფოს და არჩევნებს არ დაიბრუნებს საქართველოს მოქალაქე.

„ ჩვენ არ გვინდა მათი ჭირისუფალი გავხდეთ! არც მიხეილ სააკაშვილის ჭირისუფალი და არც ელენე ხოშტარიასი და ჩვენი მეგობრების. ერთდროულად შესასრულებელი ამოცანა გვაქვს და მიხარია, ეს ყველაფერი, რომ უკვე შევძელით. ემოციები მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, რომ გვეჩქარება, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია ყოველთვის გავიაზროთ რა გველოდება ნახევარი ნაბიჯით წინ“,- აღნიშნავს მელია.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს