დავით ზალკალიანი - მე რომ მეუბნებით, დასავლეთის კურსს გადაუხვიეთო, ის ხელოვნური კრიზისი, რა კრიზისშიც ქვეყანა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ოპონენტების გამო შევიდა, ანტიდასავლური არ იყო?!

მე რომ მეუბნებით, დასავლეთის კურსს გადაუხვიეთო, ის ხელოვნური კრიზისი, რა კრიზისშიც ქვეყანა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ოპონენტების გამო შევიდა, ანტიდასავლური არ იყო?! - ასე ყოფნა არ შეიძლება, წარმოუდგენელია, ანტიდასავლურია, ანტიდემოკრატიულია ყველაფერი ის, რაც ხდება! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა.

ზალკალიანის შეფასებით, ხელისუფლებამ თანმიმდივრულად ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას პრობლემა არ შექმნოდა. მინისტრის თქმით, მათ შორის პენიტენციური სისტემის მე-18 დაწესებულებაში ყველა რესურსი იქნა მობილიზებული, რათა სააკაშვილს ყველა სახის პირველადი დახმარება გასწეოდა.

„ჩვენთვის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პროცესთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის შიგნით კრიზისის დაძლევას და გამოსავლის გზების ძიებას უკავშირდება. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ინტერესებშია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა და უფლებები იყოს დაცული. ამიტომაც მაქსიმალური ძალისხმევა იყო გაწეული პრემიერ-მინისტრის მხრიდან - სპეციალური კონსილიუმი შეიქმნა, რომ მათ შორის მისი პირადი ექიმები ყოფილიყვნენ ჩართული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოფილიყო დაცული და არ მივსულიყავით რაღაც გაუთვალისწინებელ შედეგამდე.

სწორედ ამ კონტექსტში ვუყურებ პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს - ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს ქვეყანა დეპოლარიზაციისკენ და დეესკალაციისკენ. როგორ შეიძლება ამდენი ხანი, წელიწადნახევარი ვიყოთ დიკუსიაში პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან, ბოიკოტთან, არჩევნების შედეგების მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით. თუკი ქვეყანა გვიყვარს, ვიწროპარტიული ინტერესები ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა