ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, 20 ნოემბერს გურჯაანში ღონისძიება გაიმართება

ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, ხვალ 20 ნოემბერს გურჯაანში, ახტალის პარკში ღონისძიება გაიმართება, სადაც მოსულ მოქალაქეებს ადგილზე შეეძლებათ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება.

ვაქცინირებული პირები უფასოდ მიიღებენ იუსტიციის სახლის სახელმწიფო სერვისებს და სხვადასხვა ფასდაკლების ვაუჩერს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი - ამირან გამყრელიძე, გურჯაანის მერი - ზურაბ უტიაშვილი.

ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება და მას ცნობილი მსახიობი რუსკა მაყაშვილი წარუძღვება.

დღის პირველი ნახევარი მთლიანად დაეთმობა საბავშვო აქტივობებს. ბავშვების განწყობაზე ანიმატორები და ზღაპრის გმირები იზრუნებენ. ტერიტორიაზე მოწყობილი იქნება მოსასვენებელი და კვების სივრცეები.

დღის ბოლოს კი ჯგუფი "ალილო" წარდგება. ღონისძიება ჩატარდება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით.

უფრო ადრე, 13:00 საათზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე გურჯაანში კლინიკა „კახეთი-იონში“ მივა, სადაც ვაქცინაციის პროცესს გაეცნობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა