გიული ალასანია - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა შვილმა რეაბილიტაცია „გარეთ“ გაიაროს

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე იმყოფებიან.

გიული ალასანიას განცხადებით, ექიმების მიერ წარმოდგენილ, “თავისუფალი მკურნალობის” ინიციატივას მიესალმება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილმა გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, თუმცა ეს მათზე დამოკიდებული არ არის.

„გუშინ ვიყავი მოსული და არ შემიშვეს. იყო დაპირება, რომ უნდა შევეშვი, ახლა ველოდები. ექიმების რეკომენდაცია ჩემთვის მისაღებია, თუმცა ჩემს ხელში არ არის ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იცით ვისზეც არის“, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე და თავისუფალი მკურნალობის ინიციატივით გამოდის.

„იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად", - აღნიშნა ყიფშიძემ 20 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა