დავით სერგეენკო - ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაოც კი 10-ჯერ მეტია, ვიდრე სოციალური დახმარება

საშუალოდ რამდენი ხანიც გრძელდებოდა სააკაშვილის შიმშილობის პერიოდი, დაახლოებით იმ ფარგლებშია რეაბილიტაციის პერიოდი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„ეს არის ინდივიდუალური და ორგანიზმზე დამოკიდებული. საშუალოდ რამდენი ხანიც გრძელდებოდა საკუთრივ, სააკაშვილის შიმშილობის პერიოდი, დაახლოებით იმ ფარგლებში არის რეაბილიტაციის პერიოდი. რომ მოხდეს ის პოტენციური დაზიანებების და გართულებები აღდგენა, რაც შიმშილობის პერიოდში მიიღო“, - განაცხადა სერგეენკომ.

მან ასევე ისაუბრა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზებას გეგმავს, სერგეენკომ აღნიშნა, რომ დაბალანაზღაურებადიანი სამუშაო პირობების შემთხვევაშიც კი, მოქალაქე 10-ჯერ მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ეს სოციალური დახმარებაა.

„რომ წარმოვიდგინოთ, ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაოც კი 10-ჯერ მეტია, ვიდრე სოციალური დახმარება. ამ ორი წლის განმავლობაში 3400-მა ადამიანმა მინიმუმ 10-ჯერ მეტი დოვლათი შექმნა, ვიდრე სახელმწიფომ დახარჯა მათში. ერთი ათთან კოეფიციენტის ხარჯეფექტურია ხანგრძლივ პერსპექტივაში. როგორ უნდა დაასაქმოს: არა ნეპოტიზმით, ნაცნობ-მეგობრობით და საჯარო სექტორით. 2014 წელს დაიწყო პირველი ნაბიჯები - დასაქმების ფორუმები, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმდა ასეთი ხელშეკრულება, რომლითაც მოხდა შესწავლა მოთხოვნადი პროფესიების და განათლების სამინისტრომ გააკეთა გადამზადების კურსები, რომლითაც უფასოდ გადამზადდებოდნენ ეს ადამიანები. ანუ, მოთხოვნადი პროფესიები წინასწარ განვუსაზღვრეთ და მივეცით ამის შესაძლებლობები - ეს იგულისხმება აქტიურ დასაქმებაში“, - განაცხადა სერგეენკომ.

სერგეენკომ ისაუბრა მედიკამენტების ფასების რეგულირების საკითხზეც, მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი, თუმცა, ამ ხარისხის კონტროლზე ფასის აწევა არ არის შედეგის მომცემი.

„ორი ლოტი, რომ წარმოვიდგინოთ: ერთი ხარისხის კონტროლი, რაზეც კანონპროექტი გვაქვს გამზადებული და მალე დაიწყება განხილვა, თუმცა, მხოლოდ ხარისხის კონტროლის თამასის აწევა სასურველ შედეგს არ მოგცემს, ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს მეორე, ვირტუალურ დიალოგში ურთიერთობა, რომ მისი ცნობადობა გაიზარდოს. ყველა ქვეყანა, ვინც გააკეთა მხოლოდ ხარისხის კონტროლი ან ფასდამატების რეგულირება და სხვა არაფერი, პირიქით, გაძვირდა და დეფიციტი შეიქმნა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა