დავით ზურაბიშვილი - "ვარდების რევოლუცია" რომ არ მომხდარიყო, არ ვიცი სად ვიქნებოდით

ქვეყანა ძალიან მძიმე სიტუაციაში იყო, „ვარდების რევოლუციამ“ მოიტანა ახალი ენერგია - თვისობრივი ნახტომი მოხდა მაშინ. რომ არ მომხდარიყო ვარდების რევოლუცია, არ მოსულიყო ეს თაობა, არ ვიცი სად ვიქნებოდით და როგორ განვვითარდებოდით, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი შეფასებით, 2003 წლის 23 ნოემბრის მოვლენების შემდეგ, ქვეყანამ სერიოზული პროგრესი განიცადა, რაც ზურაბიშვილის თქმით, სწორედ იმ პოლიტიკოსების დამსახურება იყო, ვინც მაშინ „ვარდების რევოლუციას“ სათავეში ედგნენ.

„ქვეყანა ძალიან მძიმე სიტუაციაში იყო, „ვარდების რევოლუციამ“ მოიტანა ახალი ენერგია. მოვიდა პოლიტიკოსების ახალი თაობა, რომელიც იყო საგარეო ორიენტაციაში მკაფიოდ პრო - დასავლურები, მოიტანა პრეტენზია რეფორმების გაკეთების. მიუხედავად ყველაფრისა, ქვეყანამ განსაკუთრებით პირველ წლებში, ძალიან სერიოზული თვისობრივი პროგრესი განიცადა. ნაბიჯი ბევრად წინ გადაიდგა. ვფიქრობდით, რომ ეს ხელისუფლება იმას ჯობია, რაც იყო, თუმცა, შემდგომში ასე აღარ ვფიქრობდით, რადგან შემდეგ ჩამოყალიბდა ავტორიტარული რეჟიმი. მაშინ თვისობრივი ნახტომი მოხდა - ეს ფაქტია და ამის უარყოფა შეუძლებელია. რომ არ მომხდარიყო ვარდების რევოლუცია, არ მოსულიყო მაშინ ეს თაობა, არ ვიცი სად ვიქნებოდით და როგორ განვვითარდებოდით. ეს ყველაფერი უკან რომ მოვიტოვეთ, ეს არის „ვარდების რევოლუციის“ დამსახურება“, - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან