ვახტანგ კალოიანი - პანდემიის მართვაში ანტირეკორდებს ვამყარებთ - ეს დინამიკა არ შეწყდება, ვიდრე ხელისუფლება პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღებას თავს არ დაანებებს

ყოველდღიურად ვამყარებთ ანტირეკორდებს პანდემიის მართვაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით გარდაცვალებისა და ინფიცირების მაღალი რიცხვი არ შემცირდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ შეწყვეტს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას პანდემიის მართვაში. აქვე იგი ასახელებს გარკვეულ გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ეპიდემიის მართვა.

„სამწუხაროდ ყოველდღიურად ვამყარებთ ანტირეკორდებს პანდემიის მართვაში. ახლა ერთ-ერთი ლიდერები ვართ გარდაცვალების მხრივ. სამწუხაროდ, ეს დინამიკა არ შეწყდება. არ შემცირდება არც ინფიცირებულთა და არც გარდაცვლილთა რაოდენობა მანამ, სანამ ხელისუფლება არ დაანებებს თავს პოპულისტურ, პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით. სასწრაფოდ არის გადასადგმელი რამდენიმე ნაბიჯი, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ჯერ კიდევ მარტიდან მოუწოდებდა ხელისუფლებას: პირველი, ეს არის ძალიან აქტიური საინფორმაციო კამპანია, მეორე, ეს არის სავალდებულო ტესტირება ან სავალდებულო ვაქცინაცია ეპიდემიოლოგიურად ძალიან მაღალ რისკ ჯგუფებში, მობილური ჯგუფების მობილიზება და ვაქცინების მიტანა მაქსიმალურად ახლოს მოქალაქეებთან და მიზანმიმართული საგანმანათლებლო კამპანია. როგორც ჩანს, პრემიერი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ ანტივაქსერებთან უფრო გრძნობს სულიერ სიახლოვეს, ვიდრე თანამედროვე მედიცინის ძირითად პრინციპებთან, ამიტომ მთელი მისი პოლიტიკა, „ქართული ოცნების" პოლიტიკა ეპიდემიის მართვაში, არის ერთგვარი კვერის დაკვრა და სიამოვნება ანტივაქსერული, აგრესიული ჯგუფებისა, რის ფასსაც ვიხდით ჩვენ ყოველდღიურად 80 ადამიანის გარდაცვალებით და უამრავი ინფიცირებულით“, - განაცხადა კალოიანმა.

აქვე, ვახტანგ კალოიანმა აღნიშნა, რომ საავადმყოფოები არის დატვირთვის ზღვარზე.

„ჰოსპიტალური სექტორი საკმაოდ გადაძაბულია, ჯერჯერობით ადგილები არის, თუმცა ეს არის დატვირთვის ზღვარზე, რაც ზრდის შეცდომების, შიდა ჰოსპიტალური ინფექციებს და პაციენტების მართვაში პრობლემებს. ჩვენ თითქმის 100%-იან დატვირთვაზე ვმუშაობთ მაშინ, როდესაც 75%-ზე მეტი დატვირთვა ჰოსპიტალში ითვლება მაღალი რისკის შემცველად. სამწუხაროდ, ამას ხელისუფლება არ ითვალისწინებს“, - განაცხადა კალოიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა