გუბაზ სანიკიძე - ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა - ხელისუფლებისთვის აქტივიზირებული ატომური ბომბია ჩამოსული, „ოცნება“ თავდაცვაზე, სააკაშვილი კი თავდასხმაზეა გადასული

ამ ხელისუფლებას პერსონალურად მიხეილ სააკაშვილი გაუშვებს. ხელისუფლებისთვის აქტივიზირებული ატომური ბომბია ჩამოსული, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ სტუმრობისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება თავდაცვაზე, მიხეილ სააკაშვილი კი თავდასხმაზეა გადასული.

მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში პოლიტიკური მდგენელი შეცვალა. აქამდე ის არჩევანს თამაშობდა, არადანი იყო ყოველთვის ოპოზიცია. ახლა არჩევანიც და არადანიც მიშაა. დილით მოსახლეობა ტელევიზორს რომ რთავს, იღებს ინფორმაციას არა კოვიდის ოდენობის, არამედ მიშას მდგომარეობის შესახებ. ვერაფრით ვერავის ვარწმუნებდი, რომ მიშა ჩამოვიდოდა. ახლაც რომ გარწმუნოთ რაღაცებში, ვერ დაგარწმუნებთ, მაგრამ ეს მაინც მოხდება! დასავლეთს არ უნდოდა მიშას საქართველოში ჩამოსვლა. ასევე, დასავლეთს არ უნდოდა რომ ნავალნი მოსკოვში ჩასულიყო, უკრაინას ყირიმისთვის ებრძოლა. დასავლეთი ახლა არის ფაქტის წინაშე, სააკაშვილმა დიდი პროცესი შექმნა. ეს ყველაფერი პოლიტიკურად არის ქაბულის დაცემის გაგრძელება. ძალიან აფუთფუთებულია ყველა. სტრასბურგს რეაგირება „ძაანაც“ არ უნდოდა. ამიტომაც ვამბობ, რომ კლასიკური გაგებით პოლიტიკოსი საქართველოში, ერთადერთი არის მიხეილ სააკაშვილი. მერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი არსენალი აქვს, ჯერ არ აქვს ამუშავებული. რაც შეეხება მის ჩამოსვლას, სააკაშვილი აქ არავის რჩევით არ ჩამოსულა. ვისაც ეკითხებოდა, მათი დიდი ნაწილი, გადამწყვეტი უმრავლესობა ეუბნებოდა, რომ არ ღირს ჩამოსვლაო. ამ ხელისუფლებას გაუშვებს პერსონალურად მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილს ვინმე ციხის კარს კი არ გაუღებს ან კედელს კი არ გამოუნგრევს. თვითონ გამოვა, თვითონ გამოანგრევს იმ ციხის კარს. ძალიან რთულია იმ ადამიანს ებრძოლო, ვინც თავგანწირვაზე მიდის. თავგანწირულ ადამიანს ვერავინ ერევა. ხელისუფლება უკვე თავდაცვაზეა გადასული, მიხეილ სააკაშვილი თავდასხმაზეა გადასული. სააკაშვილის გენერალური გეგმა არის ამ ხელისუფლების დემონტაჟი, რა თქმა უნდა, არჩევნების გზით. რიგგარეშე არჩევნები იქნება! ეს იყო ბოლო არჩევნები, რომელიც „ოცნებამ“ გაიფორმა. ამ ხელისუფლებისთვის აქტივიზირებული ატომური ბომბია ჩამოსული.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, არც კონსერვატიზმი აქვს, არც ქრისტიანობა, არც ფასეულობები, არქაისტია ჩვეულებრივი, „თალიბანი“. „თალიბანი“ არის არქაიზმი. „ქართული ოცნება“ არის „თალიბანის“ კავკასიური ვარიანტი. არაფერი საერთო „ქართულ ოცნებას“ ქართულ კონსერვატიზმთან არ აქვს,“- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა