კობა კობალაძე - თუ ვიღაცას ჰქონდა იმის ილუზია, რომ შემოვიდოდა და აქ დახვდებოდა 2003 წლის საქართველო, ამაზე პასუხი მოკითხოს იმას, ვინც ეს მცდარი ილუზია გაუჩინა

მე მადლიერი ვარ პრემიერ-მინისტრის და სახელმწიფო ინსტიტუციებთან ურთიერთქმედების, რადგან ამ ურთიერთთანამშრომლობის წყალობით, ვეტერანთა 70 000-იან პირად შემადგენლობას, ჩვენს ბენეფიციარებს, სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცათ, - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით, დაწყებულია რამოდენიმე საპილოტე პროგრამა.

„დღეს, 22 ლარზე ვინც სპეკულირებენ, თავად არიან ამ 22 ლარის შემოქმედები. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და სახელმწიფოს ურთიერთქმედებით, ერთიანი მიდგომით და პრემიერ-მინისტრის უშუალო ხელმძღვანელობით, დაწყებულია რამოდენიმე საპილოტე პროგრამა აგრარული მიმართულებით, რომლებზეც ჩვენ, ასევე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს საკმაოდ საინტერესო საუბარი. ამ თემებზე შეხვედრები ხორციელდება სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის მინისტრებთანაც“, - განაცხადა კობალაძემ.

გარდა ამისა, ის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ინიციატივებს და პოზიტიურად შეაფასა.

„რაც შეეხება ონლაინ კაზინოების აკრძალვის შესახებ პრემიერის ინიციატივას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან პირდაპირ ვიტყვი ბევრი ოჯახი უბედურების ზღვარზე მიიყვანა ამ თემამ. ჩემს სახელმწიფოს სარგებელი ამ ბიზნესიდან აქვს ყველაზე მიზერული, რადგან გაცილებით დიდი თანხა სხვაგან გაედინება. მთავრობის მხრიდან მოდის სხვადასხვა, რეალური ინიციატივები, რომლებიც გადაწყვეტილებას დაქვემდებარებულია და რომლებიც ჩემთვის, როგორც წარსულში სამხედრო პირისთვის, საკმაოდ მისაღებია. ეს აძლიერებს და აერთიანებს ჩემს ქვეყანას! და თუ ვიღაცას ჰქონდა იმის ილუზია, რომ შემოვიდოდა და აქ დახვდებოდა 2003 წლის საქართველო, ამაზე პასუხი მოკითხოს იმას, ვინც გაუჩინა ეს მცდარი ილუზია“, - განაცხადა კობა კობალაძემ „ჯორჯიან თაიმსის“ გადაცემაში „რეალური პოლიტიკა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა