მარიამ ქვრივიშვილი - პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან "მწვანე პასპორტის" თემაზე

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან "მწვანე პასპორტის" თემაზე. გასულ კვირას შეხვედრები გავმართეთ კერძო სექტორთან და მივიღეთ მათგან მნიშვნელოვანი უკუკავშირი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა ტურისტულ სექტორთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომლის მსვლელობისას, განხილული იქნა საქართველოში „მწვანე პასპორტების" შემოღების დეტალები.

მისი თქმით, რესტორნები 23:00 საათის შემდეგ შეძლებენ მუშაობას და ვიზიტორის უსაფრთხოდ მასპინძლობას.

„ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრას კერძო სექტორთან, რათა ერთობლივად დავგეგმოთ ზამთრის სეზონი. განვიხილეთ „მწვანე პასპორტის" ახალი კონცეფცია, აგრეთვე შემსუბუქებული რეგულაციები, რომლის მიხედვითაც რესტორნები შეძლებენ 23:00 საათის შემდეგ ოპერირებას და მეტი შიდა და საერთაშორისო ვიზიტორის უსაფრთხოდ მასპინძლობას. მოხარული ვარ, რომ კერძო სექტორმა დადებითად შეაფასა საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი იყო მთავრობის მხრიდან კომუნიკაცია და შემდგომ, ბიზნესის თხოვნის გათვალისწინება, რაც ცხადია დადებითად შეაფასეს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა