ფრიდონ ინჯია მოსამართლეობის კანდიდატს - რომელი სპორტი გიყვართ? მე გეტყვით - ავტორბოლა

რომელი სპორტი გიყვართ? მე გეტყვით - ავტორბოლა, - ასე მიმართა ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თამარ ოქროპირიძეს.

მას შემდეგ რაც მოსამართლეობის კანდიდატისგან ინჯიამ პასუხი მიიღო, რომ მას ფეხბურთი უყვარს, დეპუტატმა დააზუსტა, რომ თამარ ოქროპირიძეს ავტორბოლა უყვარს.

„მანქანა გეყოლებათ, როცა უზენაესი სასამართლოს წევრი იქნებით, თუ იქნებით?“ - კვლავ მიმართა კითხვით ინჯიამ ოქროპირიძეს, რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ მანქანა ჰყავს.

„მაშინ არ გექნებათ ეს ჯარიმები, რომელიც თქვენ მიიღეთ სიჩქარის გადაჭარბებაზე. ეს საკითხი გადაწყვეტილი იქნება იმ შემთხვევაში, თუ აგირჩევენ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

ამის შემდეგ, მოსამართლეობის კანდიდატმა კომენტარის გაკეთება ითხოვა, რაზეც ინჯიამ უპასუხა - „კომენტარი პატრულთან“.

მოგვიანებით, მოსამართლემ მის ჯარიმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„გარკვეული დარღვევები, სიჩქარის 3 გადაჭარბება მაქვს, დაახლოებით, 10-15 კილომეტრით, ანუ დიდი დარღვევა არ არის. თუმცა, ძალიან ვწუხვარ ამაზე და ვცდილობ, ასეთი დარღვევა აღარ მქონდეს მომავალში“, - განაცხადა ოქროპირიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი