აკაკი მინაშვილი - ეს ყველაფერი პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაა, რომელიც აცხადებს, რომ თურმე, ვერ მოიფიქრეს სამართლებრივი ფორმა, როგორ უნდა შეუშვან სააკაშვილთან დეპუტატები

ეს ყველაფერი არის სწორედ პარლამენტის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აცხადებს, რომ თურმე, ვერ მოიფიქრეს სამართლებრივი ფორმა, როგორ უნდა შეუშვან დეპუტატები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალთან განაცხადა.

მინაშვილის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, იგი უკვე მეორედ ცდილობს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შესვლას და მის მონახულებას.

„დღეს კიდევ ერთხელ ჩამოვედი, ველი გადაწყვეტილებას შეშვებასთან დაკავშირებით. ძალიან სამარცხვინო სიტუაციაა, რეალობა ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ხელისუფლებას ეშინია, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდეს დამატებით კომუნიკაცია გარეთ, არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ჩვენ შეგვხვდეს და რაღაც სამარცხვინო მიზეზებს იყენებენ. მე მიკვირს და ძალიან მომერიდებოდა პარლამენტის, რომელიც გახდა სუს-ის დანამატი და სუს-ის კონტროლირებადი უწყება. ეს ყველაფერი არის სწორედ პარლამენტის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში აცხადებს, რომ თურმე, ვერ მოიფიქრეს სამართლებრივი ფორმა, როგორ უნდა შეუშვან დეპუტატები. მე მინდა გითხრათ, რომ კანონმდებლობის მიხედვით დეპუტატს აქვს პატიმრის, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური მძევალია, მაგრამ ამათი გაგებით პატიმრის ნახვის უფლება და მნიშვნელობა არ აქვს, რომელ შენობაში იმყოფება კონკრეტული ადამიანი. ეს ყველაფერი არის სამარცხვინო პროცესი და ყველა საპროტესტო ფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენი ქვეყნის ინტერესები და თავისუფლება. ეს პროტესტი იქნება მწვავე, იქნება ძალიან შემტევი და იქნება არაძალადობრივი“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“