გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება" პირდაპირ ქაოსისკენ უბიძგებს ქვეყანას, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მღელვარება კიდევ უფრო მაღალი იყოს

„ქართული ოცნება" პირდაპირ ქაოსისკენ უბიძგებს ქვეყანას, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მღელვარება კიდევ უფრო მაღალი იყოს და თავის პოლიტიკური სიჯიუტე გაიტანოს რამენაირად, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ბათუმსა და ზუგდიდში საკრებულოებში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ბათუმის საკრებულოსთან უკანონოდ დააკავეს მათი აქტივისტიც.

"ერთი რამე უნდა გაიგოს "ქართულმა ოცნებამ", იქ, სადაც ოპოზიციას შეუძლია უმრავლესობა ჰქონდეს საკრებულოში, ხელისუფლება უნდა გაანაწილოს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით იყოს ნაბიჯები გადადგმული. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, როგორ არ უნდა იმართებოდეს ქვეყანა, როგორ იყენებს სამართალდამცავ ორგანოებს, ყველა ბერკეტს "ქართული ოცნება", რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები დააკმაყოფილოს,"- განაცხადა ვაშაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია