კამპანიის „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ფარგლებში, ინფლუენსერების და ცნობადი სახეების შეხვედრა გაიმართა

ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიას „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ინფლუენსერები, საზოგადოებრივი აზრის ლიდერები, ასევე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მეორე სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც იდეები გაცვალეს და კამპანიის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. კამპანიის მონაწილეებს რესტორანმა „რობერომ“ უმასპინძლა.

ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების ხელშეწყობა, მისი აუცილებლობისკენ მოწოდება და იმუნიზაციის პროცესის შესახებ მოსახლეობაში ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელება - ეს არის ჯგუფის წევრების მთავარი მიზნები.

იდეის ავტორი, სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი, კომპანია "influencer.ge" - ის დამფუძნებელი ნინა პერტენავა აცხადებს, რომ კამპანიას უკვე მრავალი ადამიანი დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა და მომდევნო აქტივობებიც გაცილებით უფრო აქტიური იქნება.

„თითქმის ორი კვირა სრულდება, რაც ჩვენი კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა. უამრავი ადამიანი შემოგვიერთდა ენთუზიაზმით და აბსოლუტურად უსასყიდლოდ გვეხმარებიან. ძალიან მიხარია, რომ ამდენმა ადამიანმა გაიზიარა ეს პასუხისმგებლობა და ცდილობს, ხალხს მიაწვდინოს თავიანთი პირადი ისტორიები და მოსაზრებები.

შემოგვიერთდნენ ახალი ადამიანები. ძალიან საინტერესო აქტივობები დაიგეგმა და შემდეგი ნაბიჯები გაცილებით უფრო აქტიური იქნება. თითოეული ადამიანის სიცოცხლე, რომელიც გადარჩება ამ კამპანიის შედეგად, ჩვენთვის უდიდესი ბედნიერებაა“,- აღნიშნა ნინა პერტენავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა