ანა დოლიძე -  „ელიას მთის დაცვის თემი“ შეიქმნა, რომელიც ცდილობს ელიას მთაზე  უკანონო განაშენიანება შეაჩეროს

თბილისში, ელიას მთის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი ისნის რაიონის გამგეობას მიმართავს და განაშენიანების შეჩერებას და მწვანე სივრცის მოწყობას ითხოვს. ელიას მთის დაცვის ინიციატივით შექმნილმა „ელიას მთის დაცვის თემის“ წევრებმა დღეს აქცია გამართეს და სიმბოლურად, მარადმწვანე ხეები დარგეს.

„ელიას მთის მიმდებარე ტერიტორია თითქმის სრულად განაშენიანებულია, მიუხედავად ამისა, ამ უბანში არ არსებობს პარკი, სკვერი, სადაც მოსახლეობას ექნება დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა. სწორედ ამ მიზნით, ელიას მთის მიმდებარე ქუჩების მოსახლეობა მიმართავს რაიონის გამგეობას თხოვნით, უზრუნველყონ ელიას მთაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობის აღკვეთა; სასაფლაოსა და შესაბამისი მიმდინარე ტერიტორიის გამწვანება და ელიას მთაზე მწვანე სივრცის“, - განაცხადა „ელიას მთის დაცვის თემის“ წარმომადგენელმა მარიამ კუსიანმა.

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, რომელიც ელიას უბნის მოსახლეა, წლების განმავლობაში ამ უბნის მოსახლეობა იბრძვის, იმისთვის რომ მთაზე გაშენდეს მწვანე სივრცე.

„მოსახლეობამ შეაგროვა ხელმოწერები, რომელსაც წარუდგენენ ისნის გამგეობას და მერიას. მიხარია, რომ ადგილზე შეიქმნა „ელიას მთის დაცვის თემი“, ეს არის ადგილობრივი მოსახლეობის ერთობა, რომელიც ცდილობს ელიას მთაზე შეაჩეროს უკანონო განაშენიანება და ხელი შეუწყოს იმას, რომ თბილისის ერთ-ერთი ძველი უბანი იყოს გამწვანებული და კეთილმოწყობილი,“ - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი