მთავრობის სხდომაზე, „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატისა“ და „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის“ UNESCO-ს პროგრამის „ადამიანი და ბიოსფერო“ სამდივნოში ნომინაციის განკარგულების პროექტი მოიწონეს

საქართველოს მთავრობის სახელით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო UNESCO-ს სამდივნოში ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის“ და დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის „დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატის“ ნომინაციისთვის საჭირო დოკუმენტაციას წარადგენს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ბიოსფერული რეზერვატის დაარსებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეიქმნება პირველი სამოდელო რეგიონი, რომელიც უზრუნველყოფს კონსერვაციისა და მდგრადი მიწათსარგებლობის ერთიანი პრაქტიკის დანერგვას.

„ ბიოსფერული რეზერვატის შექმნით, საერთაშორისო ქსელებში ჩართული დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზრდება 233,857 ჰექტრით და მთლიანი ფართობი ქვეყნის ტერიტორიის 22 % იქნება.

საერთაშორისო ქსელში ჩართული დაცული ტერიტორია მოემსახურება მწვანე ეკონომიკის განვითარებას, ხელს შეუწყობს კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვას, ტყეების მდგრად მართვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ინტეგრირებული მიდგომით.

ბიოსფერული რეზერვატის განვითარების პოტენციალის შესწავლა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, გერმანიის მთავრობის და ევროკავშირის მხარდაჭერით, მიხაილ ზუკოვის ფონდის და კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ცენტრის (RecCaucasus) ხელშეწყობით განხორციელდა. პროცესში აქტირად იყვნენ ჩართულები თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა“,- აღნიშნავენ უწყებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა