ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილს დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა

დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ფურცელი ისტორიაში ჩაიწერება როგორც ღალატის კიდევ ერთი ფურცელი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბასილაიამ აღნიშნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება და ამ ფორმით წარმოდგენა ეს არის ქართული ისტორიის სირცხვილი.

„ამ სირცხვილის გაგრძელებაა ის, რომ მას დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა. ამ საკითხის სამართლებრივი ასპექტი მეათეხარისხოვანია, რადგან ხელისუფლების ამოცანაა სააკაშვილის იზოლაცია. რაც შეეხება ამ მეათეხარისხოვან საკითხს, კიდევ ერთხელ მოხდა დღეს ლუსტრაცია, რომ ქართული მართლმსაჯულება უარს ამბობს მართლმსაჯულების განხორციელებაზე თუკი საკითხზე წინასწარ არ არის მწვანე ანთებული ბრეგაძის მხრიდან.

მიხეილ სააკაშვილი დღეს აქ მოიყვანეს იმიტომ, რომ ხელისუფლებაზე იყო ძალიან დიდი საერთაშორისო წნეხი, თორემ ეს სასამართლო თითს თითზე არ დაადებდა და შეფასებასაც არ გააკეთებდა. სატელეფონო ზარებზეც არ აქვთ მითითება და ამბობენ, რომ ჩვენ ამ საკითხს ვერ განვიხილავთ. აბა, ვინ უნდა განიხილოს? როცა ადამიანს სრულიად უკანონოდ ჩამოერთვა ეს უფლება, სასამართლო დუმს და ჩვენს საჩივარს არც კი იხილავს“, - განაცხადა ბასილაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა