2020 წლიდან დღემდე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ძიება შსს-ს 9 და პენიტენციური სამსახურის 2 თანამშრომლის მიმართ დაიწყო

2020 წლის 1-ელი იანვრიდან 2021 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 10 საქმეზე 11 პირის მიმართ, საიდანაც 9 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო 2 პირი - სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელია.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2 თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურში დადგენილი წესის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანმაშრომლების მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა უმეტესად სისხლის საამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილითაა დაწყებული, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ორ შემთხვევაში ასევე, საქმე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის სხვადასხვა ქვეპუნქტთან, რაც დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

გარდა ამისა, 2021 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაშია სულ სისხლის სამართლის 595 საქმე.

აღნიშნული 595 სისხლის სამართლის საქმიდან: 499 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ფაქტზე; 89 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ფაქტზე; 4 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ფაქტზე; 2 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომლების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ფაქტზე; 1 სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ფაქტზე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი