ალეკო ელისაშვილი უმრავლესობას - ასეთი გადაჭარბებული აღტკინება და ყიჟინა ხალხს აზიანებს, იქნებ ღარიბაშვილს უთხრათ - ჩვენს ჯიბესა და მაცივრებზე ვგრძნობთ ეკონომიკა გაიზარდა თუ არა

ასეთი გადაჭარბებული აღტკინება და ყიჟინა ხალხს აზიანებს, იქნებ ღარიბაშვილს კეთილისმყოფელებმა უთხრათ, რომ ასე არ შეიძლება. პირდაპირ ჩვენს ჯიბეზე და მაცივრებზე ვგრძნობთ ეკონომიკა გაიზარდა თუ არა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელისაშვილის განცხადებით, შესაძლოა, ირაკლი ღარიბაშვილს გულწრფელად უნდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდოს, მაგრამ ის არის პრემიერ-მინისტრი და „არ შეიძლება ასე ბაქიბუქით ლაპარაკი“.

„პრემიერ-მინისტრი ბოლო დროს დიდი აღტაცებით და ყიჟინით გვეუბნება, რომ არნახულად იზრდება ჩვენი ეკონომიკა და ევროპასაც კი ვაოცებთ. როდესაც სრულიად გაჩერებული იყო ქვეყანა, ახლა რაღაც გაფაჩუნდა და ზრდა არის გასაგებია, მაგრამ ასეთი გადაჭარბებული აღტკინება ხალხს აზიანებს. იქნებ ღარიბაშვილს კეთილისმყოფელებმა უთხრათ, რომ ასე არ შეიძლება. პირდაპირ ჩვენს ჯიბეზე და მაცივრებზე ვგრძნობთ ეკონომიკა გაიზარდა თუ არა, თან ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ, რაც უნდა ის რომ დაგვაჯეროს მთავრობამ. შეგვიძლია გადავამოწმოთ ევროპაში რა ხდება და რა როგორ იზრდება. მესმის, რომ გულწრფელად უნდა გაიზარდოს ამ ქვეყნის ეკონომიკა, მაგრამ ის არის პრემიერ-მინისტრი, არ შეიძლება ასე ბაქიბუქით ლაპარაკი, ხალხის გაღიზიანების გარდა არაფერს იწვევს, კარგი იქნება თუ რეალისტურად ილაპარაკებს და არა ასე გაბუქებით“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა