ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია გრძელდება

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით, სახელმწიფო ენისა და ინტეგრაციის პროგრამის ბენეფიციარებთან დისტანციურ რეჟიმში შეხვედრა გაიმართა, სადაც ქვეყანაში არსებული ეპიდემიულოგიური სიტუაცია და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობა განიხილეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრების ციკლის მიზანი ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაა.

„შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში გამოვლენილ საჭიროებებზე საპასუხოდ, შეხვედრაში მონაწილეობდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის მოსახლეობაც. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრების ციკლში ზინობიანში მცხოვრები ეთნიკური უდები პირველად ჩაერთნენ.

იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ვაქცინაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრების ციკლის მიზანია, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სადაც შედარებით დაბალია როგორც ვაქცინაციის ტემპი, შესაბამისად ვაქცინირებული მოსახლეობის რიცხვი, გააქტიურდეს ვაქცინაციის პროცესი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი