პაატა მანჯგალაძე - როგორც კი შევხედავთ, რომ ჩვენი პარლამენტში ყოფნა არ ემსახურება დემოკრატიის და ქვეყანაში ცვლილებების ინტერესს, არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს, პარლამენტი დავტოვო

მანდატი და პულტზე ხელის დაჭერა არავის უხარია, როგორც კი შევხედავთ, რომ ჩვენი პარლამენტში ყოფნა არ ემსახურება დემოკრატიის და ქვეყანაში ცვლილებების ინტერესს, არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს, რომ ასეთ შემთხვევაში, პარლამენტი დავტოვო, - მის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმებას არ შეასრულებს, გაუგებარია ამის შემდეგ კიდევ რა საკითხზე შეიძლება იმსჯელონ მათთან.

„საკონსტიტუციო ცვლილებებზე „ქართული ოცნების" პოზიცია აცდენილია რეალობას და შეთანხმებებს, რომელიც გვქონდა, ყველა გადაწყვეტილებას ისინი იღებენ მოტივაციით, თუ როგორ შეინარჩუნონ ძალაუფლება. არაადეკვატურია განცხადება, რომ თითქოს საჩუქარს უკეთებენ ოპოზიციას, ასეთ ბოძებებს მე-19 საუკუნეში მონარქები აკეთებდნენ, ირაკლი კობახიძის საბოძებელი საქართველოს და მის მოსახლეობას არაფერი სჭირს, ეს სჭირდება დემოკრატიას, პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. თუ ამ შეთანხმებას არ შეასრულებს "ქართული ოცნება", მოგვიწევს დაფიქრება, რაზე შეიძლება საერთოდ მათთან საუბარი. მანდატი და პულტზე ხელის დაჭერა არავის უხარია, როგორც კი შევხედავთ, რომ აზრი არ აქვს აქ ყოფნას და ჩვენი პარლამენტში ყოფნა არ ემსახურება დემოკრატიის და ქვეყანაში ცვლილებების ინტერესს, მე არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს, რომ პარლამენტი დავტოვო", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა