პაატა მანჯგალაძე - მანდატს რომ დაჭრი ან დაწვავ, ამით ირაკლი კობახიძეს ცრემლები არ წამოუვა, სტრესს არ მიიღებს და განზრახვას არ შეცვლის - ეს არის რეალობა

მანდატს, რომ დაჭრი ან დაწვავ, ამით ირაკლი კობახიძეს ცრემლები არ წამოუვა, სტრესს არ მიიღებს და განზრახვას არ შეცვლის - ეს არის რეალობა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა და პარლამენტის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც მანჯგალაძე აცხადებს, ოპოზიციის პარლამენტში არსებობა მნიშნველოვანია და ცალკე საპარალმენტო მანდატის დატოვება არაფერს ნიშნავს.

"2003 წლის საქართველოს მაგალითზე, ოპოზიციამ მანდატების დაჭრით მიაღწია წარმატებას თუ ქუჩაში ხალხის მხარდაჭერით და კონსტიტუციით დადგენილი ფორმებით, ბევრი ადამიანის ქუჩაში გამოსვლით? - როდესაც ბევრი ადამიანი გამოდის ქუჩაში, სწორედაც ოპოზიციის პარლამენტში არსებობაა მნიშვნელოვანი, რომ იმ პარლამენტმა მიიღოს და დაამტკიცოს გარდამავალი ან დროებითი მთავრობა, რომელსაც ხალხი მოითხოვს ქუჩის აქციების ფონზე. ცალკე მანდატის გადაგდება არაფერს არ ამბობს. მანდატს, რომ დაჭრი ან დაწვავ, ირაკლი კობახიძეს ცრემლები არ წამოუვა და ამის გამო მორალურ წნეხს და სტრესს არ მიიღებს, თავის განზრახვას არ შეცვლის, ეს არის რეალობა”, - აღნიშნა მან.

ამასთან, მანჯგალაძე ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში თუკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოს დატოვებს, ამით „ქართულ ოცნებას“ სრულ იდილიას შეუქმნის.

„ხალხის პატრიოტი პარტია ვართ, არ ვართ მანდატზე დახამებული და გამოკიდებული ადამიანები. ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რა ფორმით იქნება, საერთო ოპოზიციურ ფორმატში გადავწყვეტთ. მანდატის დატოვება ნიშნავს ოპოზიციის სისუსტეს და სასოწარკვეთას. ჩვენ ქუჩაში არ გვაქვს ხალხის მხარდაჭერა და ერთადერთი ბერკეტი ერთპარტიული პარლამენტის დატოვებაა, ამითაც დისკომფორტს ვერ ვუქმნით, რადგან 100-ზე მეტი ადამიანი მაინც რჩება პარლამენტში. „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტიდან გავიდეს, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, რომ სრული იდილია და კომფორტი ჰქონდეთ როგორც ქუჩაში, ისე პარლამენტში. ამ ზამთარში დიდი პირი არ უჩანს, სიცივეში და ყინვაში ადამიანები მრავალათასიან აქციებს ვერ მოაწყობენ, ამის იმედი აქვს „ოცნებას“, რომ გავა პარლამენტიდან, ქუჩაშიც ხალხი ვერ შეიკრიბება და იქნება დიდხანს და კარგად“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

მან ასევე ისაუბრა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მას ყოველ ორშაბათს ახასიათებს „ფრთიანი სისულელის“ თქმა.

პაატა მანჯგალაძის განცხადებითვე, მნიშვნელოვანია არსებობდეს მრავალპარტიული პარლამენტი, რომ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯებმა არ მოახდინოს ქვეყანაში რადიკალური პროცესების განვითარება.

ირაკლი კობახიძეს ახასიათებს, უკვე რამდენიმე თვეა ვაკვირდები „ქართულ ოცნებას“, გამოვა ორშაბათს, იტყვის ფრთიან სისულელეს, ზიზღის, სიძულვილის და შხამით ნათქვამს და შემდეგ მთელი კვირა, მთელი ოპოზიციური სპექტრი ამაზე ვრეაგირებთ. მართლაც დაცინვაა, რაც იყო მაღალი შეთანხმება საერთაშორისო საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან, გამოვიდა, რომ ირაკლი კობახიძის საბოძებელია, უნდა გვაჩუქოს, როგორც მონარქმნა, კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს და უნდა გვიბოძოს ქართველ ხალხს პროპორციული სისტემა, დაბალი ბარიერით. ისე, როგორც იქცევა კობახიძე, ხვალ და ზეგ ხომ მოხდება ხელისუფლების ცვლილება ყველა ვარიანტში, ჩვენც გვაიძულებენ, რომ რადიკალურად და ცუდად მოვექცეთ. ეს არ სჭირდება ქვეყანას, სჭირდება დამშვიდება, განვითარება და ხალხი უნდა ისმენდეს კონკურენციას საქმის კეთებაში.

„ქართულ ოცნებას“ ეშინია ვადამდელი არჩევნების, თუ ვადამდელ არჩევნებს მიაღწევს ოპოზიცია, ცდილობს დაახვედროს გაუარესებული პირობები, ანუ ე.წ. ფულის ტომრებმა, მაჟორიტარებს ვგულისხმობ, კვლავ მიაღწიონ წარმატებას. იმით, რასაც აკეთებენ, ხელს უწყობენ რადიკალიზებას, პოლარიზებას და სივრცეს არ ტოვებენ იმისთვის, რომ როგორც თვითონ იქცევიან, ისე არ მოვექცეთ ჩვენ. „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს, იმ დონემდე მივედით. ჩვენ ხომ არ ვართ განწყობილი რადიკალიზებისკენ, განწყობილი ვართ, რომ სამართლიანად, მშვიდობიანად ჩამოვაშოროთ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას, რომ ხელისუფლების ცვლილებას არ გადავაყოლოთ სახელმწიფოს ინტერესები. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ როგორც მოიქცევა თვითონ, ისე მოექცევიან მას. ამას უნდა ხვდებოდნენ ირაკლი კობახიძე და სხვა ლიდერები. როგორც ჩანს, პოლიტიკური კლასი არის ძალიან დაბალი და მის ვიწრო პიროვნულ და პარტიულ ინტერესებს ვერ გაცდა ეს ხალხი.

ბარიერი კონკრეტულ პარტიას კი არ სჭირდება, ვინაიდან პარტიული კულტურა, დემოკრატიის სტანდარტი დაბალია ქვეყანაში, იმისთვის სჭირდება რომ განვითარდეს, მრავალფეროვანი პარლამენტი გვქონდეს და არ გვქონდეს ორპარტიული პარლამენტი და ესენი, - უმრავლესობა და უმცირესობა არ შეასკდეს ერთმანეთს, არ მოხდეს რადიკალიზება. უნდა იყოს ჯგუფი, რომელიც დააბალანსებს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კონფლიქტის შესაძლებლობას, ანუ აარიდებს ქვეყანას კონფლიქტის რისკებს. ქვეყანას სჭირდება მრავალპარტიულობა, რომ ორმა პარტიამ ერთმანეთი არ გაანადგუროს“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი