ენტონი ბლინკენი - მოვუწოდებთ, უკრაინას, თავშეკავება გამოიჩინოს, რადგან რუსეთის მიზანია, საბაბად მოიყვანოს პროვოკაცია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც ლატვიის დედაქალაქ რიგაში ნატო-ს მინისტერიალს ესწრება, აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებებით.

„ჩვენ რუსეთის მხრიდან ასეთი ქცევა ადრეც გვინახავს, 2014 წელს, როდესაც ის შეიჭრა უკრაინაში. მაშინაც, როგორც ახლა, მათ მნიშვნელოვანად გაზარდეს სამხედრო ძალების რაოდენობა საზღვრებთან. მათ ასევე გაააქტიურეს დეზინფორმაცია, რათა უკრაინა აგრესორად წარმოაჩინონ. და ეს გამოიყენონ წინაპირობად წინასწარ დაგეგმილი სამხედრო ოპერაციისთვის”,-განაცხადა მან.

ბლინკენის თქმით, ნატო ასევე მზად არის, აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვა გააძლიეროს და რუსეთს მძიმე საფასური დაუწესოს თუ ის კვლავ გამოიყენებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

„აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევია. მოვუწოდებთ, უკრაინას, თავშეკავება გამოიჩინოს, რადგან რუსეთის მიზანია, საბაბად მოიყვანოს პროვოკაცია, რასაც უკვე დიდი ხანია, გეგმავს“, – განაცხადა ბლინკენმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო