დავით ჭიჭინაძე - ოპოზიცია პარლამენტიდან თუ ახლაც არ გამოვა, გამოდის, რომ ცვლილებებისთვის კი არ იბრძვიან, „ოცნებასთან“ შეხმატკბილებულები აპირებენ ხალხის მოტყუებას

„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია პარლამენტიდან თუ ახლაც არ გამოვა, გამოდის, რომ ცვლილებებისთვის კი არ იბრძვიან, არამედ „ქართულ ოცნებასთან“ შეხმატკბილებულები აპირებენ ხალხის მოტყუებას 2024 წლამდე.

„აბა, თუ მართლა თვლიან, რომ ივანიშვილის გაყალბებული და მოპარული პარლამენტია, მაშინ რას სხედან იქ?!

ან თუ შესვლას აპირებდნენ, მაშინ მეორე ტურებში მიეღოთ მონაწილეობა, უმრავლესობა მაინც ხომ არ ეყოლებოდა „ოცნებას“?!

მოკლედ, მარტო სასამართლოსთან ძიძგილაობა საქმეს ვერ უშველის.

"ნაციონალური მოძრაობა" მაგალითის მიმცემი უნდა იყოს ამ შემთხვევაში და უნდა დათმონ თბილი კაბინეტები.

სხვა შემთხვევაში ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ მართლა უნდათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები...

თუ არა და, ისხდნენ იქ და 2024 წლამდე კი არა, 2030 წლამდე გაუხანგრძლივონ მანდატი ამ პარლამენტს და თავის თავს, კობახიძეებს კი ძალაუფლება“, - წერს დავით ჭიჭინაძე ფეისბუქზე.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს