საპარლამენტო კომიტეტებში, დროებით კომისიებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებსა და პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ახლებურად გადანაწილდება

საპარლამენტო კომიტეტებში, დროებით კომისიებში, მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებსა და პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ახლებურად გადანაწილდება.

გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტის წევრების გამოკლების გამო გაუქმდა ორი ფრაქცია „რეფორმების ჯგუფი“ და „ლელო პარტნიორობა-საქართველოსთვის“ და შეიქმნა ერთი პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“, შესაბამისად საჭირო გახდა კვოტების ხელახალი გადანაწილება.

კომიტეტებში უფრაქციო პარლამენტის წევრებს დაემატათ ერთი და გაუხდათ ორი კვოტა. შესაბამისად, იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც იყვნენ უკვე გაუქმებული ფრაქციების წარმომადგენლები, შეუძლიათ ეს კვოტები უფრაქციო პარლამენტის წევრების კვოტებიდან აითვისონ.

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში 14 წევრიდან 7 ადგილი „ქართულ ოცნებას“ და 7 ოპოზიციას ეკუთვნის. ამჯერად 1 ადგილი დაემატება „ნაციონალურ მოძრაობას“. ანალოგიურად გადანაწილდება კვოტები პარლამენტის ეთიკის საბჭოშიც, რომელიც ასევე 14 წევრით განისაზღვრება.

მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პოლიტიკურ ჯგუფ „ლელოს“ ექნება თითო კვოტა, დანარჩენი რაც გაუქმებულ ორ ფრაქციას ჰქონდა, გადანაწილდება უფრაქციო პარლამენტის წევრებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა