მიხეილ საკაშვილი - ჩვენი გამარჯვება ძალიან ახლოსაა - ისინი არიან ძალიან სუსტები, შეშინებულები და კედელთან მიყუჟულები

ეს მწამებლური გზა უფრო სწორია ჩემთვის და ბევრი თქვენგანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სიკვდილისთვისაც მზად იყო.

„ასე გაგრძელება აღსასრულს ნიშნავს. რომ ვთქვი, სიკვდილისთვის მზად ვარ, თქვენც ნახეთ, რომ ამისთვის აბსოლუტურად მზად ვიყავი და ახლაც მზად ვარ. ჩვენ ძალიან მკაცრად უნდა ვიკამათოთ, ვისაუბროთ, იდეების გენერაცია მოვახდინოთ“,-განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა კი არ იმართება, ინგრევა.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამარჯვება ძალიან ახლოსაა. ისინი არიან ძალიან სუსტები, შეშინებულები და კედელთან მიყუჟულები. ამჯერად თავის დაძვრენის საშუალება არავის მივცეთ. საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. საქართველოს აქვს სუპერ მომავალი, ეს იქნება სუპერ სახელმწიფო. აქ რაიმე თანამდებობისთვის არ მივისწრაფვი, მაგრამ ერთი სული მაქვს, უკრაინელებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს და ა.შ როგორ შეშურდებათ ისევ ჩვენი. ახლა ყველაზე მაჩანჩალა ვართ“,-განაცხადა სააკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს